მაღაზია „სავსე უნივერსამი“ გთავაზობთ დასაქმებას, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის კარიერულ ზრდაზე.
კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს დაბალი ფასები და მომსახურების მაღალი ხარისხი
დღის კონსულტანტი:
სამუშაო ადგილი : აღმაშენებლის ხეივანი 63
ანაზღაურება : დღეში 55 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება 09:00- 21:00 მდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი კონტროლი და შევსება;
- პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- მომხმარებლისთვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
- კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო ნომერზე 592 04 24 38 ან გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.