სტანდარტული

პრომოუტერი

27 ოქტომბერი - 28 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
თბილისის მეტრო, თბილისი
ხელფასი
1000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
11:00 - 20:00
ენები
ქართული
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო-იმპორტიორი კომპანია, MS Holding, რომლის პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი, აცხადებს ვაკანსიას, პრომოუტერის პოზიციაზე;


თუ გსურს, პირველი ნაბიჯები გადადგა გაყიდვების სფეროში, გიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და მათი დახმარება, მაშინ ჩვენი გუნდი სულმოუთქმელად გელოდება:


ჩვენ გთავაზობთ:


  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?


  • წინასწარ შეთანხმებულ, ქსელურ ობიექტზე, კომპანიის წარმომადგენლობა;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება/ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვებზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქციისა და ფასმაჩვენებლების განლაგება დახლებზე;

სამუშაო პირობები:


  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღმის, საბურთალოს, ან ვაგზლის ტერიტორია (შეთანხმებით);
  • სამუშაო გრაფიკი:  11:00 – 20:00, ორი დღე დასვენება;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ₾ + გეგმა შესრულების ბონუსი, ჯამში 2000 ლარამდე.

თუ თვლი, რომ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანი, გთხოვ, გადმოგვიგზავნე შენი სივი.


მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

 

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  MS holding-მა შეაგროვოს,  დაამუშაოს  და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია  (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების  თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

                

 

 

კატეგორია
სხვა
სოციალური ქსელები
27 ოქტომბერი - 28 ოქტომბერი