„შოკოტელა“ აცხადებს ვაკანსიას — უმცროსი შოკოლატერი
კომპანიის შესახებ;
„შოკოტელა“ არის პრემიუმ კლასის ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს გამორჩეული ხარისხის და დიზაინის პროდუქციას.
პოზიციის აღწერა
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებელ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა უშუალოდ ჩაერთოს შოკოლადის წარმოების პროცესში და პროფესიულად განვითარდეს კვალიფიციურ გუნდთან ერთად.
ძირითადი მოვალეობები:
ღუმელთან მუშაობა;
შოკოლადის პასტებისა და შიგთავსების მომზადება;
შოკოლადის ყალიბის ჩასხმა;
ინგრედიენტების მარაგების აღრიცხვაში მონაწილეობა;
ნედლეულისა და მზა პროდუქციის სტანდარტების მიხედვით დასაწყობება;
სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
მითითებული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
აქტიურ სამუშაო გარემოში დროის ეფექტურად მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
გუნდში მუშაობის უნარი;
პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
კონდიტერად ან სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV.
გისურვებთ წარმატებებს!