მაღაზია „ლუიზა სპანიოლი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე
მაღაზია იხსნება 31 ოქტომბერს;
ადგილმდებარეობა: გალერია თბილისი- რუსთაველი;
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე კვირაში, შეთანხმებით;
დარიცხული ხელფასი: 1200 + ბონუსი;
ჩვენს შესახებ: მაღაზია Luisa Spagnol-ი არის ქალბატონების ახალი ტანსაცმლის მაღაზია, რომელიც გამოირჩევა პრემიუმ კლასის, მაღალი ხარისხის პროდუქციით.
სამუშაოს აღწერა:ჩვენ ვეძებთ მეგობრულ, მოტივირებულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გაყიდვების კონსულტანტს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის განსაკუთრებულ მომსახურებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
• მომხმარებელთან თბილი და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
• მომხმარებლისთვის რჩევების მიცემა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა;
• მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
• მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
• პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
• გაყიდვების ოპერაციების ეფექტურად მართვა.
მოთხოვნები:
• ინგლიური (B1) და რუსული (B1) ენების ცოდნა;
• პუნქტუალურობა.
• მოქნილობა სხვადასხვა ცვლაში მუშაობისთვის;
• სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
უპირატესობები:
• კონკურენტული ხელფასი, ბონუს სისტემასთან ერთად.
• თანამშრომლების ფასდაკლება მაღაზიის პროდუქტებზე.
• პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.
• დამხმარე და მეგობრული სამუშაო გარემო.
გისურვებთ წარმატებას!