პრემიუმი

ფილიალის მენეჯერი

31 ოქტომბერი - 02 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
900 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:30 - 18:30

ვაკანსიის აღწერა

კომპანია: სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“

მდებარეობა: თბილისი; ფალიაშვილი ქ#82;   
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 - 18:30)
დასვენების დღე: კვირა;
ანაზღაურება: ფიქსირებული 900ლ + ბონუსი;

ჩვენს შესახებ:

  • სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ 29 წ.  წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ხოლო მომსახურება — პროფესიონალიზმითა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.
  • კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა განვითარებას, მოტივაციასა და გუნდურ მუშაობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფილიალის შეუფერხებელი ოპერაციული მართვა
  • ფინანსური, სალარო და პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოება
  • სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის და გამართულობის კონტროლი
  • სალაროს გამართული მუშაობის მონიტორინგი
  • თანამშრომელთა მართვა და სამუშაო გრაფიკების წარმოება;
  • კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი
  • საოფისე პროგრამების ფლობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
პიროვნული თვისებები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • მიზანმიმართული და ორგანიზებული მიდგომა
ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: https://wrk.ge/YaDJlo

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

სოციალური ქსელები
31 ოქტომბერი - 02 ნოემბერი