პრემიუმ +

სერვის მენეჯერი

15 ოქტომბერი - 17 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს  სერვის მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე
სამუშაოს ანაზღაურება: 1000₾-1500₾ (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და მათი ინსტრუქტაჟი მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
  • მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • ონლაინ ჯავშნების კონტროლი;
  • რეცეფციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო გრაფიკების შექმნა და თანამშრომლების დასწრების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:

  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • პრობლემური სიტუაციებში  სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სასურველია უმაღლესი განათლება,  მომსახურების სფეროში გამოცდილება, ან მომსახურების სტანდარტების ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ: 

  • ღიმილიანი გუნდი, 
  • მზარდი ანაზრაურება,
  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
15 ოქტომბერი - 17 ოქტომბერი