"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.
„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ტექნიკოსის/მორიგე ტექნიკოსის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: 1000 -1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
ობიექტზე ტექნიკური სამუშაოების წარმოება,მათი გამართული მუშაობის უზრუნველჰყოფა;
ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველჰყოფა;
ტექნიკურ დანადგარებთან მუშაობა;
სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
ღიმილიანი გუნდი,
მზარდი ანაზრაურება,
ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).