საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამოცდილების შესაბამისად
სამუშაო განაკვეთი: ორშ.-პარასკ. 10:00-19:00
გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა /პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ. 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა’’.
სამუშაო აღწერილობა:
- მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის (customer support) შესაბამისი პროცედურების მართვა ყოველდღიურ რეჟიმში;
- კომპანიის ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება;
- სატელეფონო მომსახურების სტანდარტების დაცვა და მონიტორინგი;
- შემომავალი და გამავალი ზარების სეგმენტაცია, ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი;
- ზარების პერიოდული ანალიზის მიხედვით, ინიციატივების გამოკვეთა, საქმიანი წინადადებების მომზადება;
- თანამშრომლებს შორის სამუშაო ცვლების და საქმის ეფექტური გადანაწილება;
- თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფაში აქტიური მონაწილეობა;
- საოპერაციო განყოფილებასა და კომპანიაში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სატელეფონო მომსახურების სფეროში, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2 წლიანი გამოცდილება;
- CRM პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ენების C1/C2 დონეზე ცოდნა;
- გუნდის დაკომპლექტებისა და მართვის გამოცდილება.
უნარები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- საქმის ვადებში შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/2WFNWrkc
,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!