კომპანია "ჭიტა" 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწყობით;
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ, ასეთივე თბილ და ხალისიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ. დაიწყე შენი კარიერული წინსვლა ჩვენთან .
კომპანია იწვევს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრებს, ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე;
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
სამუშაო ადგილი; ქ თბილისი (ვაკე-საბურთალო) ფაილაშვილის ფილიალი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- სარეალიზაციო პროდუქციის შესაბამის ადგილზე განთავსება,
- აკონტროლოს სამუშაო ადგილზე (ფილიალში) არსებული სარეალიზაციო პროდუქციის ფასმაჩვენებლები;
- მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა (დამსაქმებელთან შეთანხმებისამებრ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული მეტყველების და პრეზენტაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ჭიტა " ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.