გაყიდვების კონსულტანტი – ფრანგული დიზაინ ბრენდი “Lexon”
ფრანგული ბრენდი Lexon, რომელიც აწარმოებს ინოვაციურ დიზაინ გაჯეტებსა და აქსესუარებს, ეძებს გაყიდვების კონსულტანტს სითი მოლ საბურთალოს კუნძულ-მაღაზიაში.
მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო დონე ან უფრო მაღალი);
გაყიდვების ან მომხმარებელთან მომსახურების მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დიზაინისადმი ინტერესი.
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: სითი მოლ საბურთალო;
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი — 10:00-დან 15:00-მდე ან 15:00-დან 22:00-მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა გაყიდვებიდან.
თუ გსურს გახდე "Lexon"-ის გუნდის წევრი , გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე