საგადახდო მომსახურების პროვაიდერი კომპანია "ინექს ფეი" აცხადებს ვაკანსიას AML სამსახურის უფროსის პოზიციაზე თბილისში, სათავო ოფისში.
InexPay-ს აპლიკაციის დახმარებით, შეძლებთ სწრაფად და უსაფრთხოდ გაგზავნოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები Inteliexpress-ის სისტემით, შეასრულოთ გადარიცხვები ევროპისა და აზიის საბანკო ანგარიშებზე, გადაცვალოთ ვალუტა და გადაიხადოთ გადასახადები
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით)
გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე (ანაზღაურებადი)
საქმიანობის აღწერა:
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების მიხედვით კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსება და საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი ანგარიშგებების (CTR; STR) წარდგენა;
- კლიენტების შესწავლა და ანალიზი (CDD);
- ტრანზაქციების ონლაინ და ოფლაინ მონიტორინგის განხორციელება;
- საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების შესაბამისი პორტალების მონიტორინგი და ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება;
- პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის მხარდაჭერა, KYP (Know Your Partner) პროცესით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/განახლების მიზნებისთვის;
- AML პროცესების შემუშავება და ოპტიმიზაცია; AML ამოცანების ფორმირება და შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
- AML პოლიტიკა/პროცედურების განახლება და იმპლემენტაცია;
- AML სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა, პრობლემური ქეისების მხარდაჭერა.
აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:
- საბანკო / საგადახდო სფეროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის, მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის მაღალი დონის ცოდნა;
- Excel-ის მაღალი დონის ცოდნა;
- ეფექტური წერითი და ვერბალური უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
,,ინექს ფეი’’ გისურვებთ წარმატებებს!