ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვის დესკის ოპერატორი,
ქალაქში - თბილისი,
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
სამუშაო ადგილი: დიღომის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: დინამიური გრაფიკი - თვეში არაუმეტეს 160 საათისა
პასუხისმგებლობები:
- შიდა სამუშაო პროგრამების მონიტორინგი
- დავალებების დაფიქსირება და მართვა კომპანიაში დანერგილი პროგრამების მეშვეობით
- საჭიროების შემთხვევაში დავალებების ესკალაცია შესაბამის ჯგუფებთან
- E-Mail-ით შემოსული საკითხების დაფიქსირება/მონიტორინგი/უკუკავშირი
- შიდა საკომუნიკაციო ჯგუფების მონიტორინგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით
- ფისკალურ ტერმინალებთან დაკავშირებული დავალებების რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე
ჩვენ ვითხოვთ:
- უმაღლეს განათლებას (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით)
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას (სასურველია)
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას
- კომპიუტერული სისტემების და ტექნიკური მხარდაჭერის ზოგად საფუძვლებს
- პასუხისმგებლობის გრძნობას; დეტალებზე ორიენტირებულობას და გუნდური მუშაობის უნარს
- ენების ცოდნას: ქართული, რუსული, ინგლისური
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს
- Fit pass ბარათს
- ანაზღაურებას 1000-1100 ლარი (ხელზე ასაღები/Net)
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: