სტანდარტული

ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი

17 ნოემბერი - 21 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1250-2000 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსი,
ქალაქში - თბილისი,

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის. 

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
  • მოწყობილობების დაკავშირება სისტემურ ქსელებთან ან/და მათი გამართვა;
  • მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
  • ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
  • ასევე EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად;
  • საბონუსე სისტემას შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
  • სამუშაო საათები არაუმეტეს 40 სთ კვირაში, შესაძლებელია ცვლების მიხედვით გადანაწილება;
  • საშუალო ანაზღაურება და ყოველთვიური დანამატი (NET/ხელზე ასაღები): 1250-2000₾;
  • საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას;
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
  • პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
  • ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

მისამართი
პიმენ ყურაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
17 ნოემბერი - 21 ნოემბერი