"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის
სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის
"2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი
და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ
ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია,
რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია
5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და
გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია „2 ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში
შემოუერთდი გუნდს, რომელიც ქმნის უკეთეს სამუშაო გარემოს და ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რაც მნიშვნელოვანია - ყველაზე საჭირო და ხარისხიანი პროდუქტი საუკეთესო ფასად ყველა ოჯახისთვის, რადგან გვჯერა, რომ დაზოგვა ჭკვიანურია.
მაღაზიის მენეჯერის ჩართულობით კი მიიღწევა კომპანიის სტრატეგიული მიზანი - ფასისა და ხარისხის საუკეთესო შესაბამისობა და ყოველდღიური, ყველაზე საჭირო პროდუქტების ხელმისაწვდომობა ყველა ოჯახისთვის, საუკეთესო ფასად.
ჩვენთან სამუშაო პროცესები და ფუნქციები გასტანდარტებული და მკაფიოა. მენეჯერმა კარგად იცის როგორ მიაღწიოს ინდივიდუალურ, გუნდურ თუ კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს და მიიღოს სექტორში ყველაზე მაღალი ანაზღაურება.
ჩვენ გთავაზობთ:
შენგან ველით:
შემოგვიერთდი და იყავი ცვლილების ნაწილი - შექმენი სექტორის ახალი სტანდარტები ჩვენთან ერთად.
თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, შეავსეთ ლინკი: https://forms.cloud.microsoft/e/QmqvzPTb9z
ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 11.11.2025.
გისურვებთ წარმატებებს!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯს“.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.