Telnet არის IT სერვისების პროვაიდერი კომპანია, რომელიც 2019 წლიდან ემსახურება საქართველოს ბაზარზე მოქმედ SME და კორპორატიულ კლიენტებს.
კომპანია ორიენტირებულია ინოვაციურ და ეფექტურ ბიზნესგადაწყვეტილებებზე, მუდმივად ეცნობა უახლეს ტექნოლოგიურ განვითარებებს და სთავაზობს კლიენტებს გამორჩეულ, მათ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს.
ჩვენი მთავარი მიზანია, კომპანიებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის, სტაბილური და მათზე ორიენტირებული IT სერვისები, რათა ყურადღება მიანიჭონ თავიანთ ბიზნესის განვითარებას, ჩვენ კი ვუზრუნველვყოთ მათი ტექნოლოგიური სიმშვიდე.
პოზიციის მიზანი:
გაყიდვების მენეჯერი იქნება პასუხისმგებელი Telnet-ის გაყიდვების სტრატეგიის განვითარებაზე, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების მოძიებაზე და არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ის წარმოადგენს კომპანიის სახეს კლიენტთან კომუნიკაციაში, უზრუნველყოფს შეთავაზებების მომზადებას, პრეზენტაციას, კონტრაქტების შეთანხმებასა და გაყიდვების მიზნების შესრულებას.
მთავარი მოვალეობები:
გაყიდვების სტრატეგია და განვითარება:
- განავითაროს გაყიდვების სტრატეგიები
- მოიძიოს ახალი პარტნიორი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან (სასტუმროები, დეველოპერული, საფინანსო, საწარმოო კომპანიები და სხვ.);
- გამოავლინოს კომპანიები და ორგანიზაციები, რომელთაც სჭირდებათ IT აუთსორსინგი ან ტექნიკური მხარდაჭერა და ჩამოაყალიბოს თანამშრომლობის შეთავაზებები
გაყიდვების პროცესი და შედეგიანობა:
- მოამზადოს და წარადგინოს Telnet-ის მომსახურების შეთავაზებები და პრეზენტაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან;
- აწარმოოს მოლაპარაკებები, შეათანხმოს პირობები და დახუროს გარიგებები;
- შეასრულოს გაყიდვების მიზნები;
- ითანამშრომლოს ტექნიკურ და ფინანსურ გუნდებთან ზუსტი და კონკურენტული კომერციული წინადადებების მოსამზადებლად.
ურთიერთობების მართვა და კლიენტების განვითარება:
- განავითაროს და შეინარჩუნოს ხანგრძლივი ურთიერთობები არსებულ პარტნიორებთან
- უზრუნველყოს პარტნიორთა კმაყოფილება და მაღალი ხარისხის მომსახურება
- გააანალიზოს პარტნიორის საჭიროებები და შესთავაზოს შესაბამისი სერვისები
ანგარიშგება და პროგნოზირება:
- აწარმოოს გაყიდვების პროგნოზები და მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშები (pipeline, ხელშეკრულებები, მიზნების შესრულებები და ა.შ.);
- გააანალიზოს შედეგები და უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებები მიზნების მისაღწევად.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (უმჯობესია IT მომსახურების სექტორში);
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
- ძლიერი მოლაპარაკების და ურთიერთობების მართვის უნარი
- შედეგზე ორიენტირებული და ორგანიზებული სამუშაო მიდგომა • CRM სისტემების ცოდნა
- ინგლისური ენა B2
- რუსული ენა B2
რას გთავაზობთ Telnet-ში :
- პროფესიულად მზარდ გარემოს IT სექტორში
- მეგობრულ და განვითარებისკენ მიმართულ გუნდს
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას გაყიდვების შედეგებზე დაყრდნობით
- თანამედროვე საოფისე სივრცესა და მოქნილ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევა
მოწოდება
თუ გსურს გახდე ძლიერი IT აუთსორსინგის კომპანიის განვითარების ნაწილი და გჯერა, რომ შეგიძლია ბიზნესებისთვის შექმნა რეალური ღირებულება — გამოგვიგზავნე შენი CV და გახდი Telnet-ის გუნდის წევრი!