სტანდარტული

Pos ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი

08 დეკემბერი - 11 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1100 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - Pos ტერმინალების პროგრამირების სპეციალისტი,
ქალაქში - თბილისი,

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ), რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More 

ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1100 ლარი.
გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 09:00-18:00.

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • ტერმინალებში პროგრამის ჩაწერა, გამართვა, შემოწმება და დახარისხება;
  • ახალი მერჩანტების შიდა სამუშაო პროგრამაში ასახვა, არსებული ბაზების პერიოდული განახლება;
  • მერჩანტებთან კომუნიკაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ველზე მომუშავე ტექნიკოსებისთვის დისტანციური მხარდაჭერის გაწევა, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • უმაღლეს განათლება (სასურველია ტექნიკური ან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • უცხო ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების  გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
  • Fitpass ბარათს.
გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.


            ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
            

მისამართი
პიმენ ყურაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
08 დეკემბერი - 11 დეკემბერი