სტანდარტული

მოლარე-ოპერატორი

08 დეკემბერი - 13 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
110A კახეთის გზატკეცილი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანიის შესახებ 

GMC Motors — სოფლის მეურნეობისა და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი მოწინავე იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც წარმატებით საქმიანობს 2002 წლიდან და 2013 წელს განახორციელა რებრენდინგი. 
კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების, მათ შორის Lovol-ის, ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და ცნობილია მაღალი ხარისხის პროდუქციით, სანდო სერვისითა და პროფესიონალი გუნდით. 

GMC Motors აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე მრავალი ბიზნეს-რეიტინგითა და ჯილდოთი. 
 
პოზიციის მიზანი :

  • მოლარე-ოპერატორი უზრუნველყოფს სალარო და გაყიდვების ოპერაციების სწორ, ზუსტ და დროულ წარმართვას. 
  • პოზიციის მიზანია კომპანიაში ფინანსური დისციპლინის, სალარო ოპერაციების გამჭვირვალობისა და მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა. 
ძირითადი მოვალეობები :

  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება; 
  • საქონლის რეალიზაცია FINA სისტემაში და გადახდების გატარება; 
  • გაყიდვების პროცესში დოკუმენტაციის (ზედნადებები, ინვოისები, ანგარიშფაქტურები) ფორმირება და მართვა; 
  • სალარო აპარატზე ჩეკების დაბეჭდვა და თვის ბოლოს სალარო ოპერაციების შედარება; 
  • სალაროს წიგნის წარმოება და ფინანსურ განყოფილებასთან დღის ანგარიშგება; 
  • მომხმარებლისთვის საგადასახადო დოკუმენტების დროული მიწოდება; 
  • ბანკის ტერმინალებთან და საბანკო გადახდებთან მუშაობა; 
  • კორპორატიული კლიენტების დავალიანების კონტროლი და პერიოდული კომუნიკაცია მათთან; 
  • ზეთის შეცვლების, დისტრიბუციის და სერვისის ოპერაციების პროგრამული ასახვა; 
  • საბაჟო დეკლარაციების რეესტრის წარმოება და ბუღალტერიასთან ინფორმაციის შეთანხმება; 
  • აუდიტისთვის საჭირო საბუთების შეგროვება და ატვირთვა შესაბამის პლატფორმებზე; 
  • უფროსის დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ; 
  • საწყობთან თანამშრომლობა და საჭიროების შემთხვევაში საქონლის გატარება საწყობიდან/საწყობში. 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით); 
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარე-ოპერატორის ან ბუღალტრული ოპერაციების მიმართულებით; 
  • სალარო აპარატთან, საბანკო ტერმინალთან და ბუღალტრულ პროგრამებთან (FINA ან ERP) მუშაობის გამოცდილება; 
  • საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშფაქტურა, ზედნადები) მომზადების ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel, Outlook) ფლობა; 
  • სასურველია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე. 
საჭირო უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი სიზუსტე; 
  • ანალიტიკური და ორგანიზებული აზროვნება; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობა, დისციპლინა და პუნქტუალურობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. 
ჩვენ გთავაზობთ :

  • თანამშრომლობა სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ და პროფესიონალ გუნდთან; 
  • ტრენინგები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; 
  • სამედიცინო დაზღვევა და სხვა კორპორაციული ბენეფიტები; 
  • კარიერული ზრდისა და განვითარების პერსპექტივა GMC Motors-ის ფარგლებში; 
  • მეგობრული და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემო. 
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:https://gmc.selfrecruit.ge/s/fVrW

კატეგორია
ავტოინდუსტრია
სოფლის მეურნეობა
მისამართი
110A კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 დეკემბერი - 13 დეკემბერი