პრემიუმი

ბიდერი/ამერიკის ავტოაუქციონზე შემსყიდველი პირი

09 დეკემბერი - 14 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
19 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
ხელფასი
1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
16:00 - 01:00

ვაკანსიის აღწერა

ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ბიდერი/ამერიკის ავტოაუქციონზე შემსყიდველი პირის  პოზიციაზე. 

 
"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:


ავტომობილების შეძენას აშშ-ს  საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ  მომსახურებას.   საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტი  ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.


ანაზღაურება: 1500 ლარი NET + ტრანსპორტირების თანხა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 16:00-01:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19;


 დასაქმებულებს  ვთავაზობთ:


  • კორპორატტიულ დაზღვევას. პაკეტის საფასური სრულად კომპანიის მხრიდან იფარება;

  •  Fitpass;

  • პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობას;

  ძირითადი ფუნქცია - მოვალეოები:


  • აშშ-ს საერთაშორისო აუქციონზე მონაწილეობის მიღება;

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია;

  • ავტომობილის ისტორიის/საბუთების გადამოწმება;

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:


  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. (კომპანიას ჰყავს ბევრი ყაზახი მომხმარებელი.)

  • პასუხისმგებლიანი;

  • ორგანიზებული;

  • დროის მართვის უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში  გაგვიზიარეთ რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებას!


ქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი“-ს - მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).



კატეგორია
ავტოინდუსტრია
მისამართი
19 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
09 დეკემბერი - 14 დეკემბერი