პრემიუმი

მძღოლი

15 დეკემბერი - 19 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
108 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს „თერმოინდუსტრია“ — გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე. 

სამუშაო პირობები:


სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი;
ანაზღაურება: შეთანხმებით + ბონუსი რეგიონებში პროდუქციის სატვირთოთი გადაადგილებისთვის;
ლოკაცია: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, გ. ამილახვარის ქ. №1;
ბენეფიტი: კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:



  • პროდუქციის შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა, ასევე სხვადასხვა რეგიონებში გადაზიდვები;
  • დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ მიწოდება მისამართებზე;
  • რეგიონის მიმართულებით პროდუქციის პერიოდული (თვეში 1-2-ჯერ) გადაზიდვა სატვირთო ავტომობილით (ტრალიერი);
  • ქალაქის ქუჩებში უსაფრთხო და წესების დაცვით გადაადგილება;
  • კომპანიის ავტომობილის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • მწყობრიდან გამოსული დეტალების შეძენა და მანქანის შეკეთების პროცესის მენეჯმენტი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა B და CE კატეგორიები;

პიროვენული უნარ-ჩვევები:


  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • ოპერატიული;

როგორ შეიტანოთ განაცხადი:


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577 277 901


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 20 დეკემბერი;


შპს „თერმოინდუსტრია“   მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!


საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 17-დან 27 წლამდე მამრობითი სქესის კანდიდატის სამსახურში აყვანის წინაპირობაა: დამსაქმებლისთვის სამსახურში აყვანამდე წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა,  მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com


გისურვებთ წარმატებას!
შპს „თერმოინდუსტრია“

მისამართი
108 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი 0159, საქართველო
15 დეკემბერი - 19 დეკემბერი