standart

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

19 December - 24 December
Details
Address
70 აკაკი ბელიაშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
ქალაქში - თბილისი,

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N70
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ტრანსპორტერი“ — მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe,  Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
„ტრანსპორტერი“
BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe,  Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების და კომპანიის ცნობადობის სტაბილურ ზრდას;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის მართვა და გუნდის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ციფრული არხების (სოც. მედია, ვებ.გვერდები, იუთუბი და ა.შ.) მართვა და განვითარება;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, შესრულება და ანალიზი;
  • კლიენტების ბაზის წარმოება და მარკეტინგული მიზნებისთვის ეფექტურად გამოყენება;
  • ბაზრის კვლევა, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და მოთხოვნებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
  • გარე პარტნიორებთან და მომწოდებლებთან (საერთაშორისო ბრენდებთან) თანამშრომლობა;
  • ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა პარტნიორთებთან კო-ბრენდირებული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
  • მარკეტინგული ხარჯების მონიტორინგი და ანალიზი.
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და მენეჯმენტთან;
მოთხოვნები:

  • მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 1 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე;
  • სტრატეგიული მარკეტინგის ცოდნა და გამოცდილება;
  • ანალიტიკური უნარების მაღალი დონე (კამპანიების შედეგების ანალიზი, შედეგებზე და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები);
  • სოციალური მედიის პლატფორმებისა და თანამედროვე მარკეტინგული ხელსაწყოების ცოდნა;
  • ორგანიზების, ლიდერობის და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ავტო-მოტო ტექნიკის და სხვა მონათესავე სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ:

  • პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, გამოცდილ და ამბიციურ გუნდთან ერთად, სწრაფად მზარდ კომპანიაში;
  • ინოვაციურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდებთან და გუნდებთან მუშაობის უნიკალური შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე არაუგვიანეს 2025 წლის 13 დეკემბრისა.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/qfnC19w

Category
Auto industry
Location
ა. ბელიაშვილის ქუჩა, საქართველო
19 December - 24 December