ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შოურუმის გაყიდვების მენეჯერი,
ქალაქში - თბილისი,
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა N70
სამუშაო განაკვეთი: სრული
კომპანია „ტრანსპორტერი“ — მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრი საქართველოსა და ამიერკავკასიაში რომელიც წარმოადგენს 80-ზე მეტ პრემიუმ ბრენდს, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმში შემოსული კლიენტების პროფესიული კონსულტირება, პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვა;
- გაყიდვის პროცესის მართვა - კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, კლიენტის ინსტრუქტაჟი ტექნიკის გამოყენებაზე;
- შოურუმის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, კომპანიის მიმართ ლოიალობაზე და გაყიდვებზე ორიენტირებული ურთიერთობების მართვა.
- კონკურენტების ანალიზი;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება პრემიუმ სეგმენტში, ავტო/მოტო ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილებას).
- ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების წარმართვის უნარები.
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.
- რუსული ენის ცოდნა სასურველია;
- MS Excel, MS Powerpoint-ისა და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
რას გთავაზობთ „ტრანსპორტერი“:
- პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას, გამოცდილ და ამბიციურ გუნდთან ერთად, სწრაფად მზარდ კომპანიაში;
- ინოვაციურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- პრემიუმ კლასის საერთაშორისო ბრენდებთან და გუნდებთან მუშაობის უნიკალური შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე არაუგვიანეს 2025
წლის 13 დეკემბრისა
გისურვებთ წარმატებას!