შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი:
- სრული;
- კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით;
- 2 დღე დასვენება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
- პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
- მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
- სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
- სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა.
სავაჭრო ობიექტების ლოკაციის ჩამონათვალი:
ქ. თბილისი
- პეკინის გამზ. 25, მაღაზია "კორსო იტალია"
- ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"
- სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“
- სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“
- სავაჭრო ცენტრი „გალერეა თბილისი“ - რუსთაველის გამზ.
- სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი"
- სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“
- სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
- სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“
- აღმაშენებლის გამზ. 144, მაღაზია "კორსო იტალია"ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ჟაკადი", "ბატა" და "სტუდიო"
- მაღაზია ,,აი სი არ ფეხსაცმელი“ ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)
- "აუთლეტ ვილიჯი" (ლილოს მიმდებარედ), მაღაზია "სტუდიო"
ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება -1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა, ფიქსირებული + ბონუსის
საშუალო მოცულობით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე მონიშნოთ თქვენთვის სასურველი
ასევე შესაძლებელია თქვენი რეზიუმე გაგვიზიაროთ ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@icr.ge.
გისურვებთ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე
თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც
ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის
გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება
განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების
მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან,
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა;
აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის,
გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge