"სიმეტრიას" და "ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი" — ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე ცენტრია, რომელიც უკვე 12 წელია მკურნალობს პაციენტებს ბიომექანოთერაპიის მეთოდებით.
თბილისში, ქ. წამებულის 50/18 მდებარე ფილიალში ვეძებთ ადმინისტრატორს.
ფუნქციები:
ჩვენი პროცედურებისა და კურსების პრეზენტაცია-შეთავაზება.
პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და ჩაწერა;
ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებლების ინფორმირება;
სალაროსთან და ტერმინალთან მუშაობა;
საორგანიზაციო საკითხების მართვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
რას გთავაზობთ?
ტრენინგებს და მხარდაჭერას განვითარებისთვის
3 დღე კვირაში (1 კვირა ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი, 1 კვირა სამშაბათი-ხუთშაბათი-შაბათი) სამუშაო საათები 09:00-20:00
ფიქსირებული ხელფასი, 1000 ლარი ხელზე + ბონუსი KPI მიხედვით.
გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.