სტანდარტული

ბარისტა-ბარმენი

29 დეკემბერი - 31 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Coffeeshop Company მხოლოდ ყავის სახლი არ არის.

ეს არის ადგილი, სადაც ვენის ტრადიციები, მყუდრო ატმოსფერო, ხარისხიანი სერვისი და ნამდვილი გუნდური მუშაობა ერთიანდება.

ჩვენ ვართ ავსტრიული ფრენჩაიზის ფარგლებში მოქმედი საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რომელიც თავდაპირველად ვენაში დაარსდა.
2018 წლიდან Coffeeshop Company წარმატებით ვითარდება საქართველოში, ქმნის სივრცეს, სადაც სიამოვნებით ბრუნდებიან როგორც სტუმრები, ისე გუნდის წევრები.

ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი წარმატების მთავარი გასაღებია, სწორედ ამიტომ ვეძებთ ახალ კოლეგებს, რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად განვითარდნენ.

თუ გიყვართ ყავა, აფასებთ წესრიგს, ინიციატივას და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს — კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში!

ვაცხადებთ ვაკანსიას ბარისტა-ბარმენის პოზიციაზე.

უნარები რომლებსაც ველით ბარისტასგან:

  • კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება სტუმართან

  • პასუხისმგებლობა და დისციპლინა

  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

  • სისუფთავე და ჰიგიენის დაცვა

  • გუნდურობაში ჩართვის უნარი

  • ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია (ხშირად – ინგლისურის საბაზისო ცოდნაც საჭიროა)
გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, თუმცა არ ქონის შემთხვევაში საქმეს შევასწავლით ადგილზე, მთავარია თქვენგან იყოს სურვილი და დაინტერესება. 

ბენეფიტები:

  • ტრანსპორტირება
  • კვება
  • სამოტივაციო საბონუსე სისტემა
სამუშაო სმენების არჩევა შეგეძლებათ რამოდენიმე გრაფიკიდან.

მისამართები:
ილო მოსაშვილის 11 კოტე მარჯანიშვილის 5

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
29 დეკემბერი - 31 დეკემბერი