პრემიუმ +

ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტი

12 იანვარი - 17 იანვარი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა


ორკინი საქართველოგეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო ინდუსტრიაში ბილინგის და დებიტორების კონტროლის სპეციალისტის პოზიციის კანდიდატურაზე  — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.


ორკინი საქართველო (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).


პირობები და სხვა დეტალები:

გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული განაკვეთი
ანაზღაურება/პირობები: გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი 
ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი სტანდარტული ბენეფიტებით


სამუშაო აღწერილობა, როლი და პასუხისმგებლობები:


  • ახალ დამკვეთებთან გაფორმებული კონტრაქტებისა და დანართების შემოსავლების დარიცხვის ბაზასთან შედარება და ყოველთვიური დარიცხვების ბაზების ბუღალტერიისთვის საჭირო ფორმატით (ექსელის ფაილით) გაზიარება.
  • მომსახურების ხელშეკრულებების დადარება კომპანიის საოპერაციო პროგრამაში დარეგისტრირებულ ინფორმაციასთან და კონტრაქტების/დანართების ბუღალტერიის პორტალზე ატვირთვა;
  •  ინფორმაციის დაზუსტების/გასწორების მიზნით, დარიცხვების ბაზების შედარებისას დაფიქსირებული უზუსტობების შესაბამის სამსახურთან გაზიარება მეილის სახით.
  •  დაუდასტურებელი და უარყოფილი ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი;
  •  ბუღალტერიისგან საბოლოო რეალიზაციის ფაილის მიღება და შემოსავლების შემოწმება, RS-თან დადარება და პროგრამულად გატარებული დარიცხვების დადასტურება.
  •  დამკვეთებისთვის მიმდინარე თვის მომსახურების ანგარიშ-ფაქტურის მომზადება და ატვირთვა; საჭიროების მიხედვით ინვოისის ხელით გენერირება და იმეილზე გაგზავნა;
  •  ბუღალტერიისგან ავანსებზე ინფორმაციის მიღება შემოწმება და დამკვეთებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  •  საჭიროების შემთხვევაში დამკვეთებთან სხვადასხვა აქტების გაფორმება (შედარების, სამმხრივი აქტი, ურთიერთჩათვლა);
  •  ყოველდღიურად ბალანსის პროგრამაში საბანკო ამონაწერის გატარება;
  •  დებიტორული დავალიანებებისა და ვადების ბაზის მართვა, განახლება და მენეჯმენტისთვის/ შესაბამისი სამსახურისთვის რეპორტების მომზადება;
  •   საინვოისე საკონტაქტო ბაზის მუდმივი განახლება და ბუღალტერიისთვის გაზიარება;
  •   კომპანიის ტელეფონზე შემომავალი დებიტორებთან დაკავშირებული ზარების კონტროლი და პროგრამულად თვის დათქმულ თარიღებში დამკვეთებთან დებიტორული დავალიანების ვადის შესაბამისი მეილების გაგზავნა;
  •  შეწყვეტილი სტატუსის მქონე კომპანიებთან წერილობითი კომუნიკაცია საკითხის აღსრულებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
  •  ყოველთვიურად აღსრულებაში გადასაცემი დებიტორების სიის, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და იურიდიულ კომპანიასთან გადაგზავნა/მონიტორინგი.
  •  ხარვეზიანი ხელშეკრულებების და დანართების აღრიცხვა, კონტროლი და გასწორებული დოკუმენტაციის მოთხოვნა;
  •  ბექ-ოფისის კადრების დრო და დრო დახმარება და ჩანაცვლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • სასურველი, უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია, მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • სასურველია, ჰქონდეს პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, ჰქონდეს Rs.Ge-თან მუშაობის გამოცდილება;
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
  •  MS Office-ის პროგრამების: Word, PowerPoint, Outlook-ის სათანადო ცოდნა; 

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ.

12 იანვარი - 17 იანვარი