Premium +

მიმტანი

14 January - 19 January
Details
Address
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
Salary
1000-1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

 „რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე

ანაზღაურება: 1000₾-1500₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)


ფუნქცია-მოვალეობები:


  • სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;

  • რესტორანში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;

  • სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;

  • ანგარიშსწორების წარმოება;

  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;

  • ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:


  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • თავაზიანობა;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • გუნდურობა;

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ:


  • ღიმილიანი გუნდი,

  • მზარდი ანაზღაურება,

  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).


Location
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
14 January - 19 January