„რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
რესტორნის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა
მომსახურების სტანდარტების დანერგვა და კონტროლი
დარბაზისა და სამზარეულოს კოორდინაცია
პერსონალის შერჩევა, გადამზადება, სამუშაო გრაფიკების შედგენა
გუნდის მოტივაცია და შრომითი დისციპლინის კონტროლი
შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი, ანგარიშგებების მომზადება
მარაგების, შესყიდვებისა და ინვენტარიზაციის მართვა
სტუმრების უკუკავშირის, პრეტენზიებისა და განსაკუთრებული შემთხვევების მართვა
სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება
აუცილებელი მოთხოვნები:
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რესტორნის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე
სერვისზე და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება
ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
ფინანსური და საოპერაციო პროცესების ცოდნა
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული)
ჩვენთან დაგხვდებათ:
სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
კონკურენტულ ანაზღაურებას
პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).