„რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: 1000₾-1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
მზა კერძების დროული და სწორი მიწოდება სამზარეულოდან დარბაზში
მიმტანებთან და სამზარეულოს პერსონალთან კოორდინაცია
კერძების ვიზუალური და რაოდენობრივი შესაბამისობის შემოწმება
სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
მომსახურების პროცესის დაჩქარება პიკის საათებში
სტუმრებისადმი თავაზიანი და პროფესიული დამოკიდებულება
აუცილებელი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
სწრაფი და ორგანიზებული მუშაობის უნარი
გუნდური მუშაობის უნარი
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი
ჩვენთან დაგხვდებათ:
ღიმილიანი გუნდი,
მზარდი ანაზრაურება,
შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).