„რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-17:00
ანაზღაურება: 1300-1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
ფუნქცია-მოვალეობები:
პროგრამა ორისში (ORIS) მუშაობა
საწყობების აღრიცხვა
პროდუქციის თვითღირებულებების აღწერები
სააღრიცხვო ჟურნალის კონტროლი
რეცეფციონისტების კონტროლი
სხვა ბუღალტრული ოპერაციები დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებით.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (ORIS)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა
სასურველია სარესტორნო სფეროს სპეციფიკის ცოდნა.
უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
ღიმილიანი გუნდი,
მზარდი ანაზრაურება,
შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).