პრემიუმ +

მთავარი მოლარის თანაშემწე

20 იანვარი - 22 იანვარი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 17:00

ვაკანსიის აღწერა

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.


„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს მთავარი მოლარის თანაშემწე პოზიციაზე.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-17:00

ანაზღაურება: 1500 ₾ (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)


ფუნქცია-მოვალეობები:


  • სალაროს ყოველდღიური მართვა და სალარო ოპერაციების სრულყოფილად განხორციელება

  • ნაღდი ფულის დროული და ზუსტი დათვლა, სალაროს ნაშთის კონტროლი

  • შემოსავლებისა და გასავლების აღრიცხვა მოქმედი წესებისა და შიდა პროცედურების შესაბამისად

  • სალარო დოკუმენტაციის წარმოება, სისტემატიზაცია და არქივირება

  • სალაროს რეგულარული შემოწმება და ნაშთების შესაბამისობის უზრუნველყოფა

  • ხურდით სალაროს მუდმივი მომარაგების კონტროლი

  • ბანკში ნაღდი ფულის ინკასაციის ორგანიზება და განხორციელება

  • ფინანსურ მონაცემებთან დაკავშირებული სიზუსტისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:


  • საოფისე პროგრამების ცოდნა

  • სალაროს მართვის ან ფინანსურ/ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

  • ნაღდ ფულთან მუშაობის მაღალი სიზუსტე და პასუხისმგებლობის გრძნობა

  • ORIS-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

  • საბუღალტრო საბაზისო ცოდნა (შემოსავლების და გასავლების აღრიცხვა)

  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება

  • ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ

  • სასურველია ბანკებთან ან ინკასაციის პროცესთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენთან დაგხვდებათ: 


  • ღიმილიანი გუნდი, 

  • მზარდი ანაზრაურება,

  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).


მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
20 იანვარი - 22 იანვარი