Premium

გაყიდვების მენეჯერი

06 February - 11 February
Details
Address
Tbilisi
Salary
2000 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
11:00 - 18:00
Languages
ქართული, English, Русский
Experience
Not required
Education
Secondary education
Department
Sales

Vacancy description

ჩვენ ვართ Continental Real Estate - ახალგაზრდა, დინამიური კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია პერსპექტიული და ენერგიით სავსე პროფესიონალებით. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც პირველად, ისე მეორად უძრავი ქონების ბაზარზე და ორიენტირებულია მრავალმხრივ განვითარებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების საწინდარი თანამშრომლების მუდმივი პროფესიული ზრდაა, რაც საშუალებას გვაძლევს დავიმკვიდროთ წამყვანი პოზიცია ბაზარზე.


რას გთავაზობთ:


  • სრულფასოვან საწყის და შემდგომში სისტემატურ ტრენინგებს უძრავი ქონების სფეროში
  • მაღალ შემოსავალს: 1,500-7,000+ ლარი (გამომუშავებით)
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00 / შაბათი, 12:00-16:00
  • კომფორტულ ოფისს წერეთლის გამზირზე
  • მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (საცხოვრებელი, კომერციული ფართები, მიწები)

ჩვენთან თანამშრომლობით:


  • საფუძვლიანად შეისწავლით უძრავი ქონების ბაზარს, მის დინამიკას და ტენდენციებს
  • გაიფართოებთ პროფესიულ კონტაქტების ქსელს
  • მიიღებთ უნიკალურ გამოცდილებას მოლაპარაკებების წარმოებაში
  • შეიძენთ პრაქტიკულ უნარებს ბიზნეს პროცესების მართვაში
  • გექნებათ მუდმივი კარიერული ზრდის შესაძლებლობა

იდეალური კანდიდატი:


  • არის შრომისმოყვარე და სისტემატური
  • არის მოტივირებული პროფესიული ზრდისთვის
  • აქვს სწავლის და განვითარების სურვილი

წინა გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში არ არის სავალდებულო - ჩვენ დავაფასებთ თქვენს ნებისმიერ სამუშაო გამოცდილებას და დაგეხმარებით პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

Category
Customer relations
Marketing
Other
Construction
Consultation
06 February - 11 February