სტანდარტული

ბარისტა

23 იანვარი - 21 თებერვალი
დეტალები
მისამართი
67 ეგნატე ნინოშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1300 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Wilbour Holding-ის გუნდმა ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე ახალი ობიექტი გახსნა - BRØD the bakery.

ჰოლდინგმა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), Messy Weekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES Concept Store და სხვა.


2025 წლის გაზაფხულზე კი ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გაიხსნა სასტუმრო Bellhop და რესტორანი Brod.


ამჟამად BRØD the bakery-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ბარისტას პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #67

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 2/2-ზე გრაფიკი, 12-საათიანი ცვლები

თვიური ანაზღაურება: 1300 ლარი

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით
  • მენიუს ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
  • ყავის, ჩაისა და სხვა სასმელების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და სტანდარტების გათვალისწინებით
  • სენდვიჩებისა და მსგავსი მცირე კვების პროდუქტების მომზადება
  • პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის კონტროლი, საჭიროებისამებრ
  • სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
  • შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში
  • ობიექტის სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
  • სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
  • ანგარიშსწორების პროცედურების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
  • ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარები
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე .


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Wilbour Holding-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მისამართი
ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 იანვარი - 21 თებერვალი