შპს Sonniva Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
კომპანია სონნივა ჯორჯია არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
- სალაროში არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ჩეკის კონტროლი;
- ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
- გაყიდული ნივთის ფასის გადამოწმება;
- გაყიდული ნივთის გატარება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
- ელექტრონული ზედნადების გამოწერა;
- საგარანტიოს გამოწერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის ცოდნა (სრულყოფილად)
- Microsoft Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- პუნქტუალურობა.
ხელფასი: 1300 ლარი (ხელზე ასაღები), სამი თვის შემდეგ 1400 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: კვირაში ორი დღე, შაბათი და კვირა.
ბენეფიტები: კვება, კონკურენტუნარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
მისამართი: თბილისი, დიდუბე, მექანიზაციის 1.
გისურვებთ წარმატებებს!