სტანდარტული

პროდუქციის გადმოწერის სპეციალისტი

20 თებერვალი - 25 თებერვალი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop  და AFFLELOU. 

გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!

კომპანია “გეფა” აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის გადმოწერის სპეციალისტის პოზიციაზე 

ცენტრალურ საწყობში შემდეგ ლოკაციებზე: ეველინა თავაძის 14ა
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აფთიაქში მუშაობის 1წლიანი გამოცდილება
  • კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი
  • პორტატული ხელის კომპიუტერის (პალმი/ტაბლეტი) და შესაბამისი პროგრამული უზრუნვეყოფის გამოყენება, რომელიც აუცილებელია მასზე დაკისრებული საქმიანობის განხორციელებისათვის; (ხდება ადგილზე სწავლება)
  • საქონელს შეფუთვის, თავისებურებების ,,ნუმერუსის”, ნუმერუსის სპეციფიკაციების ცოდნა (ხდება ადგილზე სწავლება)
ფუნქცია მოვალება:

  • პროდუქციის  დროულად და უშეცდომოთ გადმოწერა დასახელების, სერიის, ვადის, მწარმოებლის მიხედვით. 
  • გადმოწერილი პროდუქციის საწყობში მიღება და შემდგომ კი კონტრაგენტებზე გადაწერა.
  • გადმოწერილი და რეალურად საწყობში  მიღებული პროდუქციის დასახელების/მონაცემების ერთმანეთზე  პროგრამული დადარება  და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.
  • პროდუქციის გადმოწერის სრული პროცესის მიმდინარეობაში ჩართულობა. 
ჩვენ გთავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კვების დაფინანსებას
  • სატრანსპორტო მომსახურებას 
  • ფიტპასით სარგებლობას
  • მეგობრულ გუნდსა და სამუშაო გარემოს 
დაინტერესებულმა და მოტივირებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50. 

„გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს “გეფა”-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: 
კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; 
დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს “გეფა”-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com

სს “გეფა” აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს “გეფა” დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

20 თებერვალი - 25 თებერვალი