პრემიუმ +

დასუფთავების თანამშრომელი

04 თებერვალი - 09 თებერვალი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1000-1300 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

„რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე

ანაზღაურება: 1000₾-1300₾ (ზრდის პერსპექტივით)


ფუნქცია-მოვალეობები:


  • შესაბამისი სივრცის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;

  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:


  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ჩვენთან დაგხვდებათ:


  • ღიმილიანი გუნდი,

  • მზარდი ანაზღაურება,

  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).


ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი)  თვის განმავლობაში.  

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com,   რეზიუმეს გამოგზავნისას „თანახმა ვარ“. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 თებერვალი - 09 თებერვალი