Premium +

ადმინისტრატორი (რეცეფციის თანამშრომელი)

04 February - 09 February
Details
Address
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
Salary
1000-1500 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

„რესტორანი ისტორია“ არის ახალგახსნილი რესტორანი ქალაქის გულში და სთავაზობს სტუმრებს გამორჩეულ გემოს, მაღალ სტანდარტებსა და განსაკუთრებულ გარემოს. ვქმნით ადგილს, სადაც ხარისხი, კომფორტი და სტუმართმოყვარეობა ერთმანეთს ერწყმის. ამჟამად ვაგროვებთ პროფესიონალ და მოტივირებულ გუნდის წევრებს, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი პროექტის შექმნაში და დაგვეხმარებიან განსაკუთრებული გამოცდილების შეთავაზებაში.


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე

ანაზღაურება: 1000₾-1500₾ ლარი (ზრდის პერსპექტივით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)


ფუნქცია-მოვალეობები:


  • სატელეფონო და ინტერნეტ ჯავშნების მიღება და სისტემური აღრიცხვა;

  • სტუმრებთან თავაზიანი ურთიერთობა და მათ მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;

  • სტუმრებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ინსტრუქციების გაცნობა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;

  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

  • Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენთან დაგხვდებათ: 


  • ღიმილიანი გუნდი, 

  • მზარდი ანაზრაურება,

  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

  • ასევე, გამოცდილების არქონის შემთხვევაში სტაჟირებისა და ადგილზე სწავლის შესაძლებლობები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).


ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი)  თვის განმავლობაში.  

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com,   რეზიუმეს გამოგზავნისას „თანახმა ვარ“. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.

Location
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
04 February - 09 February