პრემიუმ +

ოფის მენეჯერი

02 თებერვალი - 16 თებერვალი
დეტალები
მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1300-1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 17:00

ვაკანსიის აღწერა

"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

„აბანოთუბანი ჯგუფში“ ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატებს ოფის მენეჯერის პოზიციაზე:


სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი

სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00

ანაზღაურება: 1300-1500₾ (ზრდის პერსპექტივით)


ფუნქცია-მოვალეობები:


  • დოკუმენტების მართვა და საქმიანი მიმოწერა;

  • ოფისის გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება

  • საოფისე მუშაობის კოორდინაცია;

  • ორგანიზაციის საქმიანობის ოპერატიული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;

  • პერსონალის დოკუმენტაციის მომზადება, გაფორმება, მისი აღრიცხვა და შენახვა.

  • ვიზიტორთა მიღება;

  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება

აუცილებელი მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

  • საოფისე პროგრამებისა ცოდნა.

ჩვენთან დაგხვდებათ: 


  • ღიმილიანი გუნდი, 

  • მზარდი ანაზრაურება,

  • შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 


ჩვენ ვამუშავებთ, რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი)  თვის განმავლობაში.  

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com,   რეზიუმეს გამოგზავნისას „თანახმა ვარ“. ამასთან, გაცნობებთ რომ, თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.


მისამართი
2 აბანოს ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
02 თებერვალი - 16 თებერვალი