პრემიუმი

საოპერაციო მენეჯერი

04 თებერვალი - 10 თებერვალი
დეტალები
მისამართი
ნადირა ხოშარაულის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

პოზიციის დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
კომპანია: შპს „ანაქსი“

სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის ქ. 27ა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

კომპანია „ანაქსი“ უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:


  • საინჟინრო გუნდის (MEP, fire protection და სხვა ჩართული დისციპლინები) ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინაცია
  • პროექტების მიმდინარეობის ვადების კონტროლი და სტატუსების მონიტორინგი
  • დავალებების განაწილების მხარდაჭერა მთავარი ინჟინრისა და გუნდის ლიდერების მითითებების შესაბამისად
  • სხვადასხვა დისციპლინას შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა (ინჟინრები, არქიტექტორები, კონსტრუქტორები)
  • ტექნიკური ინფორმაციის, ნახაზებისა და დოკუმენტაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და გადაცემა
  • პროექტებთან დაკავშირებული შეხვედრების ორგანიზება, ოქმების წარმოება და მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგი
  • დამკვეთებთან და კონტრაქტორებთან ტექნიკური ინფორმაციის კოორდინირებული გაცვლა (მთავარი ინჟინრის ჩართულობით)
  • პროექტში განხორციელებული ცვლილებების, შენიშვნებისა და თრექინგის (RFI, ცვლილებები, კომენტარები) კონტროლი
  • საინჟინრო გუნდის ადმინისტრაციული მხარდაჭერა (ვადები, დოკუმენტბრუნვა, შიდა კომუნიკაცია)
  • შიდა სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ანაზღაურება: 3 000 ლარი (განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად)


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „ანაქსმა“ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


კომპანია „ანაქსი“ გისურვებთ წარმატებებს!

 

კატეგორია
ინჟინერია
სლოგანი
შექმენი უსაფრთხო გარემო ანაქსთან ერთად!
მისამართი
2 უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 თებერვალი - 10 თებერვალი