პოზიციის დასახელება: სავაჭრო ცენტრის „ჰოუმმარტი“ ადმინისტრატორი
კომპანია: შპს ,,იბერკომპანი“
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსულ ზარებზე/მეილებზე უკუკავშირი;
- მოიჯარეებთან ეფექტური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და წარმოქმნილი საკითხების შესრულების მონიტორინგი;
- სავაჭრო ცენტრში გამოვლენილი ხარვეზების ეფექტურად მართვა, გადამისამართება შესაბამის პირთან და პროცესში აქტიური ჩართულობა;
- საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის ზეპირი და წერილობითი დავალებების შესრულება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
პირობები:
- მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 37ლ
- სამუშაო გრაფიკი: თვეში 15 კალენდარული დღე, ცვლებში შეთანხმებით;
- ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად.