Standard

(AI) ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი / AI Automation Engineer

23 March - 26 March
Details
Address
შავიშვილის ქუჩა, თბილისი
Salary
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

ძირითადი პასუხისმგებლობები:


  • კომპანიის პროცესების ანალიზი და ავტომატიზაციის არქიტექტურის შექმნა;
  • AI ასისტენტების, ჩატბოტებისა და ავტომატური სამუშაო ნაკადების დიზაინი;
  • CRM, API, ელფოსტისა და მესენჯერების ინტეგრაცია;
  • მონაცემთა დამუშავებისა და ანგარიშგების ავტომატიზაცია;
  • სისტემების ტესტირება, ოპტიმიზაცია და მონიტორინგი.

აუცილებელი უნარები:


  • გამოცდილება ავტომატიზაციის პლატფორმებთან (Make, Zapier, n8n ან ანალოგები);
  • API-ებთან მუშაობის გამოცდილება;
  • JSON / Webhook /Bitrix24, მონაცემთა სტრუქტურების ცოდნა;
  • LLM / GPT მოდელებთან მუშაობის პრაქტიკა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პროცესების ოპტიმიზაციის უნარი.

სასურველია:


  • Python ან JavaScript ცოდნა;
  • RPA ან workflow orchestration გამოცდილება;
  • DevOps ან cloud პლატფორმების საფუძვლები

რას გთავაზობთ:


  • ტექნოლოგიურად ძლიერ გარემოს;
  • რეალურ ბიზნესპროცესებზე მუშაობას;
  • სწრაფ პროფესიულ ზრდას;
  • ანაზღაურებას გამოცდილების მიხედვით + ბონუსები ავტომატიზაციის შედეგებზე.

რატომ ეს პოზიცია:


ეს არ არის ჩვეულებრივი IT ვაკანსიაეს არის პოზიცია, სადაც შენ ქმნი სისტემებს, რომლებიც ადამიანების ნაცვლად მუშაობენ.


გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და  თქვენი პროექტების მაგალითები.


თქვენ მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

 

Location
შავიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
23 March - 26 March