Premium

ონლაინ შეკვეთების დამუშავების ოპერატორი

27 February - 29 March
Details
Address
7 თავისუფლების მოედანი, თბილისი
Salary
2000 ₾
Employment type
Full time
Working type
Office
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული
Experience
Less than a year
Education
Other
Department
Operations
Rest days
Saturday, Sunday

Vacancy description

კომპანია "ფოტოცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების დამუშავების ოპერატორის პოზიციაზე.

 

ფოტოცენტრი  ლიდერი კომპანიაა ფოტოსერვისების მიმართულებით საქართველოში. ფოტოცენტრის ქსელი ამ ეტაპზე აერთიანებს 3 ფიზიკურ ფილიალს თბილისში, 1 ჩარჩოების საამქრო/შოურუმს თავისუფლების მოედანზე და ე-კომერსს პლატფორმას 1500+ პროდუქტითა და მრავალფეროვანი პერსონალიზაციების ფუნქციონალით: Photocenter.ge

 

კომპანიის  შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook და Instagram გვერდებზე:  

FB: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063

IG:  https://www.instagram.com/photocenter.ge/

ვებ-გვერდი: www.photocenter.ge

 

რას საქმიანობს ონლაინ შეკვეთების დამუშავების ოპერატორის ფოტოცენტრში? ბეჭდავს მცირეფორმარიან და ფართოფორმატიან ონლაინ შეკვეთებს ვებ-გვერდის ადმინ პანელიდან და დამხმარე Trello აპლიკაციიდან. მუშაობს ასლგადამღებ დანადგართან. საჭიროების შემთხვევაში ასრულებს სხვადასხვა სამუშაოს ფოტოშოპში: ფოტოს ფერებზე და ხარვეზებზე დამუშავება, მოჭრა, ფერების ბალანსი და ა.შ.

      

ძირითადი მოვალეობები:


  • კომპიუტერული მომსახურება: ფოტოს დამუშავება, მოჭრა, საბეჭდი ფაილების მომზადება.
  • ციფრული ბეჭდვის დანადგარებთან მუშაობა: ფოტოებისა და პოსტერების ბეჭდვა,ფერების ბალანსი
  • ასლგადამღებ დანადგართან მუშაობა: მოსაწვევებისა და სერთიფიკატების ბეჭდვა

სასურველია კანდიდატმა იცოდეს, თუმცა შესაძლებელია ადგილზე შესწავლაც:


  • Adobe Photoshop-ის და Illustrator-ის ძირითადი ფუნქციების ცოდნა და საბაზისო ტექნიკური უნარები ( Crop, selection Tool, Generative tools)
  • Word/ excel - საბაზისო დონე

პიროვნული უნარ-ჩვევები:


  • პარალელური ამოცანების მართვის უნარი
  • რესურსების ეფექტური გადანაწილების უნარი
  • პროცესების დაგეგმვის უნარი
  • სწრაფი რეაგირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი
  • პრიორიტეტების სწორად დასმის და სიტუაციის კონტროლის უნარი
  • ფერების სწორად აღქმის უნარი

სტაჟირების პერიოდი: კვირა

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე. 10:00-19:00.

ანაზღაურება: 2000 ლარი. ( ხელზე ასაღები)

სამუშაო ადგილი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე. 


გისურვებთ წარმატებებს!

Slogan
ჩვენს ვბეჭდავთ შენს ძვირფასს მოგონებებს
Location
7 თავისუფლების მოედანი, თბილისი 0105, საქართველო
Socials
27 February - 29 March