სტანდარტული

პრომოუტერი (ბათუმი)

20 აპრილი - 23 აპრილი
დეტალები
მისამართი
ბათუმი
ხელფასი
1000 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
11:00 - 20:00

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო-იმპორტიორი კომპანია, MS Holding, რომლის პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი, აცხადებს ვაკანსიას, პრომოუტერის პოზიციაზე.


თუ გსურს, პირველი ნაბიჯები გადადგა გაყიდვების სფეროში, გიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და მათი დახმარება, მაშინ ჩვენი გუნდი შენ გელოდება:


ჩვენ გთავაზობთ:


  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • მხარდამჭერ და მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?


  • წინასწარ შეთანხმებულ, ქსელურ ობიექტზე, კომპანიის წარმომადგენლობა;
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება/ინფორმაციის მიწოდება და გაყიდვებზე მუდმივი ზრუნვა;
  • პროდუქციისა და ფასმაჩვენებლების განლაგება დახლებზე.

სამუშაო პირობები:


  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
  • სამუშაო გრაფიკი:  სრული, კვირაში ხუთი სამუშაო დღე, 11:00 – 20:00, ორი დღე დასვენება (გარდა შაბათი კვირისა);
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ₾ +  ბონუსი (გეგმის შესრულების მიხედვით);

თუ თვლი, რომ ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანი, გთხოვ, გადმოგვიგზავნე შენი რეზიუმე.


გისურვებთ წარმატებას!


წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

                

 

 

კატეგორია
სხვა
სოციალური ქსელები
20 აპრილი - 23 აპრილი