სტანდარტული

უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსი

27 აპრილი - 01 მაისი
დეტალები
მისამართი
61 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 19:00

ვაკანსიის აღწერა

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე, თბილისში, სათავო ოფისში:

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად, გამოცდილების მიხედვით)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების შესაძლებლობა
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
მის: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 61. ბიზნეს ცენტრი "მოზაიკა"

საქმიანობის აღწერა: 

  • ამოცანის მართვა: ამოცანის მიღება, მისი მიზნის და მოთხოვნების საფუძვლიანი გააზრება, დამუშავება და ამოცანის შესასრულებლად შესაბამისი გეგმის შემუშავება;
  • მონაცემების მოგროვება: საჭირო მონაცემების მოგროვება, ფორმირება და ანალიზისთვის მომზადება;
  • მონაცემების ანალიზი და მოდელირება: SQL, MS Excel, Power BI, Python და სხვა საჭირო აპლიკაციების მეშვეობით მონაცემების ანალიზი და მოდელირება;
  • მონაცემების ვიზუალიზაცია და ანგარიშგება: დამუშავებული მონაცემების ვიზუალიზაცია და პრეზენტაცია, საკითხის დეტალური ანალიზი და
  • ანალიტიკური ანგარიშგების მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები: 

  • 1-2 წლიანი გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
  • მაღალგანვითარებული ლოგიკური და ანალიტიკური უნარები;
  • MS Office / Excel - ის მაღალი დონის ცოდნა;
  • Microsoft Power BI-სა და SQL-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე აქცენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარები.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტს ტექნიკური უნარების განსასაზღვრად. 

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/zNd5JKUc

,,ინტელიექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებებს!
კატეგორია
საბანკო-საფინანსო
სლოგანი
სწრაფი, მოქნილი, სტაბილური
27 აპრილი - 01 მაისი