პრემიუმ +

გაყიდვების სპეციალისტი

18 მაისი - 21 მაისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა


„ორკინი საქართველო“ (www.orkin.ge)  გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო მომსახურების ინდუსტრიაში გაყიდვების სპეციალისტი/კონსულტანტის პოზიციაზე — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.

აღნიშნული პოზიცია არ არის მხოლოდ გაყიდვების როლი  დამკვეთებთან მუდმივ კომუნიკაციას, მათ საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციას ჰიგიენა-სანიტარიის საკითხებზე, გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარებას და მომსახურების პროცესის პერიოდულ გადამოწმებას.

„ორკინი საქართველო“ (www.orkin.ge) (შპს სამომხმარებლო მომსახურება) წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International, რომელიც მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ემსახურება ბიზნესსა და ფიზიკურ პირებს მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).


ანაზღაურება და სხვა დეტალები:

  • გრაფიკი: სრული განაკვეთი, სტანდარტული გრაფიკი 
  • ანაზღაურება/პირობები: ფიქსირებული ანაზღაურება
  • გასაუბრების მიხედვით, გამოცდილებასთან შესაბამისი  
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დამატებითი ბენეფიტებით
  • საოფისე/ სამუშაო მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N71
  • სამუშაო მოითხოვს ქალაქის მასშტაბით მოძრაობას/გადაადგილებას**
ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • პროსპექტინგის წარმოება, პოტენციური კლიენტების მოძიება, იდენტიფიცირება და მათთან პირველადი კონტაქტის დამყარება
  • პოტენციურ დამკვეთებთან კონტაქტზე გასვლა და შეხვედრების გაკეთება (სასურველია დღეში 2 შეხვედრა)
  • გაყიდვებისთვის ბაზის (დამკვეთების, მისამართების, კონტაქტების) და განრიგის პერიოდული წარმოება და განახლება (თვე, კვირა, დღე);
  • ყოველდღიურად პოტენციურ დამკვეთებთან დაკავშირების მცდელობები (შეხვედრა, ელ-ფოსტა, სატელეფონო ზარი).
  • შეთავაზებების მომზადება, მონიტორინგი, მიყოლა (follow up), შეხსენება, პასუხების მიღება და პროცესის დასრულებამდე მიყვანა.
  • პოტენციური კლიენტის შესაბამისი ობიექტების შესწავლა, დათვალიერება, დოკუმენტირება, განფასება, შეთავაზების მომზადება, კონტრაქტის მომზადება და ხელმოწერამდე მიყვანა.
  • კლიენტთან ზეპირი და წერილობითი კონსულტაცია და კორესპონდენცია
  • დამკვეთებისთვის დოკუმენტების მომზადება
  • საჭირო სტატისტიკის და ტრენდების წარმოება და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელთან და გენერალურ მენეჯერთან განხილვა
  • ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიღება და დამუშავება; 
  • დებიტორულ დავალიანებებზე თვეში ერთხელ მუშაობა.
  • არსებული დამკვეთების/მომხმარებლის პერიოდული შეხვედრა, ადგილზე წარმოებული მომსახურების მოკითხვა/გადამოწმების მიზნით. 
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია,   საწყისი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში ან დამკვეთთან/მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში
  • აუცილებელია ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სათანადო უნარი
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულს დასჭირდება ავტომობილი. განიხილება შემდეგი ალტერნატივები:
1. საკუთარი ავტომობილის გამოყენება — დამსაქმებელი ანაზღაურებს შესაბამისი საწვავის ხარჯს და ცვეთა/ ექსპლუატაციის შესაბამის ნორმატივს
2. კომპანიის ავტომობილით სარგებლობა — სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გარკვეული და სათანადო გამოცდილება. კომპანიის ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სამსახურეობრივი დანიშნულების მარშუტებსა და მიმართულებებზე. 

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

  • ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
  • პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
  • უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
  • უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
  • კანდიდატი სასურველია, იმედითა და ინტერესით უყურებდეს ცხოვრებას, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ადამიანებთან ურთიერთობა.
  • საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდოდეს რომ მოისმინოს, გააუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
  • კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და შეეძლოს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება
  • კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
  • აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ინიციატივა, გააჩნდეს დროის განცდის უნარი და ჰქონდეს სურვილი, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში და ამოცანები შეასრულოს დადგენილ ვადებში. 
  • მუდმივად ეცადოს გახდეს უფრო ორგანიზებული. არ დაიზაროს დეტალებში ჩაძიება და რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV .

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 


18 მაისი - 21 მაისი