სტანდარტული

E-commerce გაყიდვების მენეჯერი

25 მაისი - 30 მაისი
დეტალები
მისამართი
ქსანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას E-commerce გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,
ქსნის ქუჩა 36
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
, 09:00-18:00
ანაზღაურება:
შეთანხმებით, განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ინტერნეტ მაღაზიის მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზი და კამპანიების დაგეგმვა
  • მომწოდებლებთან ერთად ონლაინ აქციებისა და კამპანიების დაგეგმვა
  • მოთხოვნადი პროდუქციის იდენტიფიცირება და ასორტიმენტის განვითარება
  • გაყიდვების, მიწოდებისა და მარაგების ყოველდღიური მონიტორინგი
  • გაყიდვების ანალიზი და რეპორტების მომზადება
  • ყოველთვიური აქციებისა და ქეშბექ კამპანიების დაგეგმვა
  • კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
  • კამპანიების ეფექტურობის შეფასება და ოპტიმიზაცია
  • მარკეტინგული აქტივობებისა და ბიუჯეტის კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • Ms Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • 1C პროგრამის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მსგავსი სეგმენტის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);

დამატებითი უნარები:

  • კარგი კომუნიკაციის/მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • მზარდი შრომითი ანაზღაურება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV.

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

25 მაისი - 30 მაისი