პრემიუმი

ინჟინერი

02 ივნისი - 07 ივნისი
დეტალები
მისამართი
ნოდარ ბოხუას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა


ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ინჟინერს, რომესაც აქვს გამოცდილება ან ინტერესი სხვადასხვა ტიპის ტექნიკური მოწყობილობების აღდგენის (refurbishing) და შეკეთების მიმართულებით.

 

კანდიდატი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს და ცოდნას:


  • ელექტრონული მოწყობილობების დიაგნოსტიკა და პრობლემების იდენტიფიცირება
  • ტექნიკური მოწყობილობების დაშლა/აწყობა და შეკეთება პლატის დონეზე
  • საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში და კომპონენტების მუშაობაში
  • soldering / desoldering უნარები
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და სქემების წაკითხვის უნარი
  • ოპერაციული სისტემებისა და firmware-ის ინსტალაცია/კონფიგურაცია
  • ქსელური და IP მოწყობილობების საბაზისო ცოდნა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი

თუ გსურთ განვითარება ტექნიკურ სფეროში და პრაქტიკული გამოცდილების მიღება თანამედროვე მოწყობილობებთან მუშაობაში, შემოგვიერთდით!

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:


  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
  • სწავლასთან შეთავსებული სამუშაო გრაფიკი

გამოცდილ IT გუნდთან მუშაობით,  საშუალება გექნება მიიღო პროფესიული გამოცდილება და განივითარო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე, შესაძლებლობა მოგეცემა მოხვდე რეალურ სამუშაო გარემოში და გამოავლინო საკუთარი უნარ-ჩვევები.


კომპანია  უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები არიან.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე .

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ  თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე,  "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან! 


წარმატებებს გისურვებთ!

კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
02 ივნისი - 07 ივნისი