"ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის
IZIPIZI, Giggles, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop
Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით
კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს
სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
კომპანია Giggles აცხადებს ბრენდ
მენეჯერის ვაკანსიას.
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი:
სრული, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება), 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება/მართვა, გაყიდვების
გუნდთან კოორდინაციით; მონაწილეობა მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენასა და მართვაში
- ბრენდების ღირებულებების, ბაზარზე პოზიციონირების და
სოც. მედია პლატფორმებზე ოპტიმალურად წარდგენის განსაზღვრა
- ბრენდების
გრაფიკული და საკომუნიკაციო მასალების მართვა/მონიტორინგი, სტანდარტებთან შესაბამისობის
კონტროლი
- საკომუნიკაციო
და სოც. მედია კალენდრის მართვა; კონტენტის შექმნაში მონაწილეობა
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
ციფრული მარკეტინგული კამპანიების
დაგეგმვა შიდა/გარე ედვერთაიზერებთან კოორდინაციით
- ბაზრის
ტენდენციებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, მარკეტინგული კომპეტენციების
ჭრილში; კონკურენტების ანალიზი და სათანადო მონაცემთა დამუშავება
- კომერციულ და ბიზნეს-მოლაპარაკებებში ჩართულობა, კომპანიის
წარდგენა მარკეტინგული თვალსაზრისით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მარკეტინგი,
კორპორატიული კომუნიკაციები)
- ბრენდ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება
რელევანტურ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება)
- სოციალური
მედიის პლატფორმების და ციფრული კამპანიების მართვის გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების
უნარებები ქართულ და ინგლისურ ენებზე, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით
- საოფისე
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- ორგანიზებულობა,
დისციპლინურობა
- შემოქმედებითი
ხედვა, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე
აღნიშნულ ვაკანსიაზე
მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა
დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის
საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება
მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს