standart

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

15 June - 20 June
Details
Address
ლუბლიანას ქუჩა, თბილისი
Salary
1300 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 17:00

Vacancy description

შპს "ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი,დიღმის მასივი, ლუბლიანას #13
სამუშაო გრაფიკი სრული: ორშაბათი - შაბათი 09:00-17:00
სამუშაო ადგილი: დიღმის მასივი, ლუბლიანას #13
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე)


აუცილებელი მოთხოვნები:

  • სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება.
  • აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა
  • გამართული მეტყველება
  • საოფისე პროგრამების ოდნა.
ძირითადი მოვალეობები:

  • კლინიკის ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე პასუხი, პაციენტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, ექიმთან ვიზიტზე/კვლევაზე ჩაწერა;
  • სატელეფონო ზარებით, მიღებული/გაცემული ინფორმაციის დეტალური ასახვა პროგრამულად.
პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
Category
Healthcare
Medical
Slogan
გაიგე მეტი შენს ჯანმრთელობაზე
Location
ლუბლიანას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
15 June - 20 June