კომპანია ტელ:მი-ის პროექტების მენეჯერი პასუხისმგებელია, დამკვეთის ყველა დეტალის გათვალისწინებით აწარმოოს საოპერაციო საქმიანობის სრულფასოვანი პროცესები. ქმნის თითოეული დავალების შესრულებული საქმიანობის ხარისხის სტანდარტს, განსაზღვრავს საჭირო ადამიანურ რესურსს და სამუშაო დღეების ხანგრძლივობას. მისი საქმიანობა მოიცავს საპროექტო მომსახურების სრულ პროცესს დასაწყისიდან - დასრულებამდე. ლიდერი, რომელიც ყველა საფეხურზე ხედავს კონსტრუქციის მშენებლობის მიმდინარეობას, შეუძლია კონსტრუქციის დაპროექტება და ინფორმაციის საინჟინრო რელევანტურობაში მოყვანა.
ESSENTIAL FUNCTIONS
პროექტის დაგეგმარება და ორგანიზება:
- სამუშაო გეგმის შედგენა ვადებითა და რესურსების განაწილებით.
- საჭიროებისამებრ ჩანიშნულ დროს გამოცხადდეს მომხმარებლებთან ჩანიშნულ ვიზიტზე. ნაკვეთის რელიეფის შესწავლა, სიმაღლის დონეების განსაზღვრა, კარისა & ჭიშკრის ღიობების გამოკვეთა, წერტილების მონიშვნა (თუ წერტილები არ ინიშნება, დამკვალავის შეთავაზება). გადააბაროს ინფორმაცია მოლაპარაკების მწარმოებელ სატელეფონო ასისტენტს.
- პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა და შესრულების უზრუნველყოფა.
- საჭიროებისამებრ აიყვანოს და გადაანაწილოს საქმესთან შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები და უზრუნველყოს მათი მოვალეობებისა და უფლებების გაცნობა, გაფორმება.
- პროექტის ფრონტალური სამუშაოების გახსნაში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში ახალი თანამშრომლების გამოცდა.
- აწარმოოს განსაზღვრული ბიუჯეტის მიხედვით, ხარჯების განაწილება და გაუთვალისწინებელი ხარჯების მინიმალიზაცია.
- უზრუნველყოს პროექტში ჩართული ადამიანების საქმიანობების განაწილება და ვადამდელი პროგნოზის შესასრულებლად, სწრაფი სამუშაო ტემპის ჩამოყალიბება.
- უზრუნველყოს პროექტებზე გამართული ყველა სამუშაოს უსაფრთხო და თანმიმდევრული შესრულება.
- პასუხისმგებელია სამუშაო ინვენტარისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების მოფრთხილებასა და სამუშაოს შემდგომ მოწესრიგებაზე.
- უზრუნველყოს სახარჯი და სხვა დამატებითი რესურსის აღწერა, შენახვა, მომარაგება, შევსება, რათა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი შეფერხება, მენეჯმენტის მხრიდან.
- ხელოსნების ტრანსპორტირებისა და განთავსების საკითხების წინასწარი მოკვლევა.(საჭიროების შემთხვევაში)
- მასალებისა და პროექტისთვის საჭირო ინვენტარის უსაფრთხო, დროული ტრანსპორტირების და სწორი განთავსება/შენახვის კურირება.
- იზრუნოს სამუშაო ინვენტარისა და სხვა კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების უსაფრთხო შენახვაზე და გაფრთხილებაზე.
- შეისყიდოს და ჩაიბაროს ყველა პროექტის მასალა და უზრუნველყოს მათი უსაფრთხო შენახვა.
- საჭირო მასალებისა და რესურსების მოთხოვნა OP.M.-თან შეთანხმებით.
- თითოეული ტექნიკური გადაწყვეტა შეთავაზებული უნდა იქნას, სამშენებლო სტანდარტებისა და რეალური ობიექტური მოცემულობის რელევანტურობიდან გამომდინარე.
შესრულების მონიტორინგი:
- უზრუნველყოს პროექტში ჩართული ყველა თანამშრომელზე დავალების გაცემა/ჩაბარება.
- ობიექტზე ყოველდღიური პროცესების ზედამხედველობა.
- აკონტროლოს როგორც, გარე ფაქტორები, ასევე შიდა რისკები, მთლიანი პროექტის მიმდინარეობისას, მაგალითად: ცუდი დაგეგმარება, ცვლილებები, ამინდი და სხვა. რომლებმაც შეიძლება იქონიოს ზეგავლენა პროექტის მიმდინარეობაზე და მოახდინოს დროული რეაგირება.
- მიმდინარე პროექტების მონიტორინგი და ყოველდღიური რეპორტის ჩაბარება დამკვეთთან.
- ხარისხის კონტროლი – სტანდარტების და ტექნიკური მოთხოვნების დაცვა.
- პროექტის გრაფიკის დაცვა და გადახრების შემთხვევაში დროული რეაგირება.
- პუზრუნველყოს პროექტის დროული დასრულება, ამით მომხმარებლის ნდობის გამაგრება და არასასურველი სანქციების თავიდან არიდება.
კოორდინაცია:
- ოსტატებისა და ბრიგადების მართვა.
- მომარაგების, ლოჯისტიკის და ადმინისტრაციის გუნდთან თანამშრომლობა.
- კლიენტთან კომუნიკაცია (პროცესის ახსნა, პროგრესის გაცნობა, ცვლილებების მართვა).
- ფინანსური და დოკუმენტური მხარე
- შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა.
- ხარჯების კონტროლი პროექტის ბიუჯეტის ფარგლებში.
- COO-სთვის პერიოდული ანგარიშების მიწოდება.