standart

სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი

27 მაისი - 26 ივნისი
დეტალები
მისამართი
აჭარა
ხელფასი
1175 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მისამართი: ქედა, წერეთლის ქ. N4
განცხადების პერიოდი : 20.05.2026 - 20.06.2026
თანამდებობრივი სარგო : 1, 175 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ფუნქცია მოვალეობები:

  • სასწავლო ცხრილების შემუშავება;
  • მოდულური პროგრამების სასწავლო ცხრილების ატვირთვა ელექტრონულ ჟურნალში, მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
  • კოლეჯში დასაქმებული პირების, პროფესიული სტუდენტების, მსმენელებისა და კოლეჯის ტერიტორიაზე მყოფი პირების სასწავლო პროცესში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კონტროლი;
  • მატერიალურ ჟურნალში/ელექტრონულ ჟურნალში პროფესიულ სტუდენტთა სწრებადობის აღრიცხვის კონტროლი, თვის ბოლო სასწავლო კვირაში და სამ სამუშაო დღეში eFlow - საშუალებით, ინფორმაციის წარმოდგენა იმ პროფესიულ სტუდენტთა შესახებ, რომელთაც გაცდენების გამო უნდა შეუწყდეთ სტატუსი;
  • შეფასების უწყისის შედგენა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის მიწოდება;
  • ჩართულობა საპროფორიენტაციო მუშაობაში;
  • პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მეცადინეობებზე დასწრების კონტროლი;
  • სასწავლო პროცესის წარმოებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
  • შეფასების მტკიცებულებების და შეფასების უწყისების გადაბარება პროფესიული განათლების მასწავლებლისგან;
  • პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულობა, მათი ინფორმირება/კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • სამკითხველო ოთახის ფუნქციონირების მხარდაჭერა;
  • პროფესიული სტუდენტებისათვის ელექტრონული სასწავლო რესურსების წვდომასთან დაკავშირებით კონსულტაციების ჩატარება;
  • პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების (მათ შორის, სპორტული, კულტურულ - შემოქმედებითი და სხვა) მხარდაჭერა;
  • მოქალაქეების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელების განცხადებების კოლეჯის ოფიციალურ მისამართზე info@blacksea.edu.ge გადაგზავნა საქმისწარმოების ავტომატიზირებულ სისტემაში - "eflow" რეგისტრირების მიზნით;
  • პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელების ხელშეკრულებების რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
  • მოქმედი კანონმდებლობით, კოლეჯის წესდებით შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
მინიმალური განათლება: მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
მუშაობის გამოცდილება: სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნა:

  • უნდა იცნობდეს საქართველოს კანონს "პროფესიული განათლების შესახებ";
  • პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება;
  • სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიას;
  • კოლეჯის წესდებას;
  • კოლეჯის შინაგანაწესს.
დამატებითი ცოდნა:

აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის.

საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით.

კონკურსის ეტაპები:

1. განცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი.

კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
27 მაისი - 26 ივნისი